თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ლანჩხუთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას განცხადებით, მოძიებული კონტაქტები უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია კვლევისთვის. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

მისივე ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system