თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის გუშინ დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

დღეს დადასტურებული 1194 ახალი შემთხვევიდან რეგიონული განაწილება შემდეგნაირია: თბილისი - 425 ; აჭარა –193; იმერეთი – 372; ქვემო ქართლი – 53; შიდა ქართლი – 64; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; კახეთი – 3; გურია – 21; მცხეთა-მთიანეთი – 18; სამცხე-ჯავახეთი – 9 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9 შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 587-მდე გაიზარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system