თავში

კორონავირუსის გამო გარდაბანში "ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს არ აღნიშნავენ

კორონავირუსის გამო გარდაბანში "ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს არ აღნიშნავენ
კორონავირუსის გამო გარდაბანში  ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს არ აღნიშნავენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის გამო „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს ხალხმრავალი ღონისძიებებით აღარ აღნიშნავენ. ამის შესახებ განცხადება გარდაბნის მერმა გააკეთა. 

„სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის „ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება. მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს“, - ნათქვამია გარდაბნის მერიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system