თავში

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დუშეთში - ინფიცირებული დისტრიბუტორია

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დუშეთში - ინფიცირებული დისტრიბუტორია
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დუშეთში - ინფიცირებული დისტრიბუტორია

კორონავირუსით ინფიცირებულ 23 პაციენტს შორის ერთი დისტრიბუტორია. 

report.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი ვირუსის დადასტურებამდე ორი დღით ადრეც მუშაობდა და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციას არიგებდა. ის დუშეთსა და მცხეთაში მუშაობს.

ინფიცირებულის მამა კი აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელია და ჩვენი ინფორმაციით, ის შვილთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს. 

როგორც report.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული პიროვნება უკანასკნელ პერიოდში სამსახურში არ დადიოდა და ის დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათი განმარტებით ორსულები და ასევე  70 წელს ზემოთ თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ და დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. 

მერიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინფიცირებული მამასთან ერთად ცხოვრობს. 

მათივე ცნობით, მამას კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდა და პასუხს ელოდებიან. 

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system