თავში

კორონავირუსის ვაქცინით პირველი პაატა იმნაძე ღია ეთერში აიცრება

კორონავირუსის ვაქცინით პირველი პაატა იმნაძე ღია ეთერში აიცრება
კორონავირუსის ვაქცინით პირველი პაატა იმნაძე ღია ეთერში აიცრება

პაატა იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში გაიმართება, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ ეს კლინიკა არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება

ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო სასურველია - როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system