თავში

კორონავირუსით ინფიცირება თვითიზოლაციაში მყოფ შუახნის ქალს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირება თვითიზოლაციაში მყოფ შუახნის ქალს დაუდასტურდა
კორონავირუსით ინფიცირება თვითიზოლაციაში მყოფ შუახნის ქალს დაუდასტურდა

"ახალი ინფიცირებული პაციენტი, არის საშუალო ხნის ქალბატონი. ის ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა ზედა სასუნთქის კატარალური მოვლენებით",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ექიმის თქმით, შუახნის ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ეჭვი იქნა მიტანილი, ვინაიდან, წყარო არსებობდა და კლასტერშიც იყო, რომლებიც ჩვენთან არიან. აქედან გამომდინარე, ანალიზი გაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში და დადასტურდა COVID-19-ით ინფიცირება. ქალბატონი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში"-განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდაამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system