თავში

კორონავირუსით მეათე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა

კორონავირუსით მეათე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა
კორონავირუსით მეათე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა

კორონავირუსით მეათე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. გარდაცვლილ ბიჭს თანმხლები დაავადება ჰქონდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ბათუმიდან სამკურნალოდ თბილისში " ერთ-ერთ კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მოზარდი 28 იანვარს გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს აჭარის განათლების მინისტრი

''ბავშვთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების გახმოვანებისაგან თავს შევიკავებ. ვართ შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის, მეათე კლასის, მოსწავლე იყო. ერთი წელია სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად სკოლაში არ დადიოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გახმოვანებისაგან თავს შევიკავებთ'' - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ხაჯიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system