თავში

კორონავირუსს ძალა არ დაუკარგავს, ეს აბსურდია - ჟამურაშვილი

კორონავირუსს ძალა არ დაუკარგავს, ეს აბსურდია - ჟამურაშვილი
კორონავირუსს ძალა არ დაუკარგავს, ეს აბსურდია - ჟამურაშვილი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, აცხადებს რომ ვირუსის ძალა არ შესუსტებულა.

მისი თქმით, ვირულენტობის შესუსტებაზე საუბარი მხოლოდ საქართველოში ისმის და ეს დეზინფორმაციაა.

"მართალია დღეს მაღალი ციფრები გვაქვს ვიდრე გაზაფხულზე გვქონდა. ეს პირველ რიგში შედეგია იმისა, რომ უფრო მეტს ვტესტავთ, ვიდრე გაზაფხულზე. ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობა უკავშირდება იმას, რომ ბევრი ახალგაზრდაა ინფიცირებული, რომლებსაც ეს დაავადება გადააქვთ მსუბუქად, ამიტომ დღეს ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ის რომ ვირულენტობა შემცირდა, ეს ფრაზა მხოლოდ საქართველოდან მესმის. საიდან მოდის ეს აბსურდული ინფორმაცია არ მესმის. ვირუსის შესუსტების ერთადერთი საშუალება არის ის, რომ ამ ვირუსმა განიცადოს მუტაცია, მუტაციაზე კი საუბარი არ არის და არავინ ამაზე არსად არავინ საუბრობს. შეიძლება საქართველოში ამ ინფორმაციით ხალხს ამშვიდებენ, მაგრამ ეს იქნება კონტპროდუქტიული. ადამიანი იფიქრებს, რომ ვირუსი ვერაფერს დააკლებს და რეკომენდაციებს არ დაიცავს," - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system