თავში

კორონავირუსს მონაზონი სოსანა ემსხვერპლა

კორონავირუსს მონაზონი სოსანა ემსხვერპლა
კორონავირუსს მონაზონი სოსანა ემსხვერპლა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონაზონი სოსანა კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოსანა (ვასაძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სოსანას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი სოსანა", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system