თავში

კორონავირუსულმა ინფექციამ 6 თვეში 20% დაიჭირა მთლიანად სიკვდილიანობის - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსულმა ინფექციამ 6 თვეში 20% დაიჭირა მთლიანად
კორონავირუსულმა ინფექციამ 6 თვეში 20% დაიჭირა მთლიანად სიკვდილიანობის - ამირან გამყრელიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გასული 6 თვის განმავლობაში მომხდარი სიკვდილიანობის 20% კორონავირუსულმა ინფექციამ დაიკავა. 

მისი განცხადებით, დიდი სოლიდარობა და კონსოლიდაციაა საჭირო Covid 19-ის დასამარცხებლად. 

"პასუხისმგებლობა უნაწილდება მათ, ვინც დღეს მართვის სათავეებთან ვართ და არის კიდევ საზოგადოება ერთად. მარტო ერთი მხარე აქ არასდროს არ არის. მე ვისურვებდი ყველას ჩართულობას და სოლიდარობას, დიდ სოლიდარობას ქვეყანაში ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, რასაც ადამიანის ჯანმრთელობა ჰქვია, და რისი ყველაზე დიდი მტერიც გახლავთ კორონავირუსული ინფექცია, რომელმაც, 6 თვეში 20% დაიჭირა მთლიანად სიკვდილიანობის, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში. 

ამიტომ, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენთან, ჩემის გადასახედიდან უნდა გახდეს ნებისმიერი პარტიისთვის, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის კოვიდის დამარცხება",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system