თავში

კორონავირუსზე გიორგი გახარიას ტესტის პასუხი ცნობილია

კორონავირუსზე გიორგი გახარიას ტესტის პასუხი ცნობილია
კორონავირუსზე გიორგი გახარიას ტესტის პასუხი ცნობილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კორონავირუსზე მორიგი PCR ტესტი ჩაუტარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ტესტის პასუხი უარყოფითია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სხვებისგან განსხვავებით, წესებს იცავს და მოქალაქეებთან საუბრის დროს პირბადეს ყოველთვის ატარებს.

"სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ და როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საარჩევნო პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახით, პირბადეს ყოველთვის ვატარებ, შესაბამისად, როგორც ჩემი, სხვა ადამიანების ინფიცირების რისკებს ვამცირებთ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვგრძნობთ და ზოგიერთებისგან განსხვავებით, პირბადეს არ ვიხსნით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არც ერთხელ პირბადე არ მოგვიხსნია, მას შემდეგ, რაც ჩემს კოლეგას, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ 3, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ. პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?", – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პროტოკოლის შესაბამისად, მთავრობის მეთაურსა და წევრებს კორონავირუსზე ტესტი 2 კვირის ინტერვალით უტარდებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system