თავში

ქორწილში სტუმრების დასაშვები რაოდენობა იზრდება? - პაატა იმნაძის განმარტება

ქორწილში სტუმრების დასაშვები რაოდენობა იზრდება? - პაატა იმნაძის განმარტება
ქორწილში სტუმრების დასაშვები რაოდენობა იზრდება? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქორწილებში ადამიანების რაოდენობის გაზრდაზე მსჯელობა. 

თუმცა, მისივე განმარტებით, 100-კაციანი ქორწილების იმედი საზოგადოებას ჯერ არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, მოდუნება გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს. 

"რამდენიმე ბიზნესსექტორი დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მალე ამუშავდება, როგორც კი დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე დარჩება ქორწილები. 

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა. ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით, რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100-კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system