თავში

კოვიდგადატანილების ნაწილს ანტისხეულები არ უყალიბდება - ბიძინა კულუმბეგოვი

კოვიდგადატანილების ნაწილს ანტისხეულები არ უყალიბდება - ბიძინა კულუმბეგოვი
კოვიდგადატანილების ნაწილს ანტისხეულები არ უყალიბდება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდგადატანილთა 1/3-ს ანტისხეულები არ უყალიბდება, ამიტომ, მისი თქმით, საუკეთესო იმუნიტეტი უყალიბდება მათ, ვინც კოვიდის გადატანის შემდეგ აცრა გაიკეთეს. 

"გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?" პასუხი მოკლე და ლაკონურია "თუ გადარჩი კი". რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ 1/3 - ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს), ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისაა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული", - წერს კულუმბეგოვი. 

აღნიშნული პოსტით ის, სავარაუდოდ, ლევან რატიანის განცხადება გამოეხმაურა, სადაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა თქვა, რომ საუკეთესო იმუნიტეტი კოვიდგადატანილებს აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system