თავში

კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმის სამშობიარო სახლიდან თბილისში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული ი ბათუმის სამშობიარო სახლიდან თბილისში გადაიყვანეს
კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმის სამშობიარო სახლიდან თბილისში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმის სამშობიარო სახლიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის მიზეზად პაციენტის მდგომარეობის გართულიება და შესაბამისი კვლევების ჩატარების საჭიროებას ასახელებენ. 

სამშობიარო სახლის ექიმის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, 22 კვირის ფეხმძიმეს სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა. 

„ინფიცირებულს აღენიშნებოდა ტემპერატურა და სუნთქვის გაუარესება. ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა. ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, ვინაიდან ორსულებს არ უტარდებათ ასეთი გამოკვლევა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, პაციენტი კორინავირუსითაა ინფიცირებული. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, რომ თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 14 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე რჩება. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system