თავში

კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის - ეკატერინე ტიკარაძე

კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის
კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევების რაოდენობა ვაქცინაციის დაბალ ტემპს დაუკავშირა. მისი განცხადებით, დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და მართავს საწოლფონდს. 

ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ.

პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system