თავში

"კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა" - შალვა ნათელაშვილი გიორგი ფხაკაძეს აკრიტიკებს

"კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა" - შალვა ნათელაშვილი გიორგი ფხაკაძეს აკრიტიკებს
კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა - შალვა ნათელაშვილი გიორგი ფხაკაძეს აკრიტიკებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აზიარებს, სადაც ფხაკაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ადამიანის თავის ტვინს აზიანებს.

"ვფიქრობ კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა" - წერს შალვა ნათელაშვილი. 

ნათელაშვილის კომენტარს ბრალდების ადრესატი გამოეხმაურა. გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“პოლიტიკოსები რომ მახსენებენ…
გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა…

ექიმმა აპა რაზე უნდა ისაუბროს?!

გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე რომ იყოთ “ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

”შელამაზებული” და “ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს.

თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.

ჯანმრთელობას გისურვებთ…

პ.ს. თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system