თავში

კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული - გამყრელიძე ვაქცინაციაზე

კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული - გამყრელიძე ვაქცინაციაზე
კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული - გამყრელიძე ვაქცინაციაზე

კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული, მაგრამ ვაქცინის მოსაპოვებლად ჩვენ ყოველდღიურ, ინტენსიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ და წელს 1400 000 დოზა "კოვაქსის" ვაქცინა გარანტირებული გვაქვს, მაგრამ ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს საკმარისი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან უკვე არის შეპირება, რომ ვაქცინის ნამატი დოზების მიღებისთანავე ისინი საქართველოსაც გადაუნაწილებენ. 

"კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული. ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა აგვისტოში დაიწყო და საქართველოს წელს გარანტირებული აქვს 1400 000 დოზა "კოვაქსის" ვაქცინა, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, წელს ჩვენი გეგმით, რომელიც დამტკიცებული გვაქვს გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, ანუ 2.5 მილიოი დოზა ვაქცინა კიდევ მოსაპოვებელია, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ინტენსიური, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასვხა ქვეყნებთან, მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანისგან არის შეპირება, რომ ვაქცინის ნამატ დოზებს საქართველოსაც გადმოუნაწილებენ. ასევე, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის 4 დიდ მწარმოებელთან, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად გადაქცა, ის ჯერჯერობით ძლიერი და დიდი სახელმწიფოების ხელშია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system