თავში

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებული მარნეულიდან თბილისში გადაჰყავთ

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებული მარნეულიდან თბილისშ
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებული მარნეულიდან თბილისში გადაჰყავთ

"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების დროს განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მარნეულიდან თბილისში გადაყავთ და რომელსაც კორონავირუსი სავარაუდოდ ოჯახის წევრისგან გადაედო.

ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ვითარებას ამძიმებს.

"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა. მას 2007 წლიდან აქვს შაქრიანი დიაბეტი, აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო შუნტირების ოპერაცია.

როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაყვანილი იქნა პაციენტი მართვით სუნთქვაზე.

დაავადებისთვის შეუთავსებელი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასრულდება ძალიან ცუდად,"- აცხადებს ექიმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system