თავში

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება
კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. ის მტკვირს წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებულია. სააგენტო ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

სამუშაოები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ არის დაფინანსებული. 

ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system