თავში

ქუჩები, სადაც 28 ოქტომბერს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

ქუჩები, სადაც 28 ოქტომბერს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი
ქუჩები, სადაც 28 ოქტომბერს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და გაგარინის ქუცების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის (ნაწილობრივ) და მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნარილობრივ), თემქის დასახლების III მიკორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკორაიონის I, II, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკორაიონის I, II, III კვარტლების, რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system