თავში

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს
კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის თამაზ ტყემალაძის გარდაცვალების გამო.

"თამაზ ტყემალაძე სხვადასხვა წლებში იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი.

გი აქტიურ საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ტელევიზიასა და რადიოში იყო რამდენიმე საავტორო გადაცემის წამყვანი.

2019 წელს, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თამაზ ტყემალაძის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system