თავში

კულტურის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

კულტურის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
კულტურის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  მხატვრების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისთვის საჭირო ახალ რეგულაციას ეხება.

სინამდვილეში, 20 დღე (და არა 21, როგორც ეს სიუჟეტში ითქვა), განსაზღვრულია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის ბრძანებით, რომლის თანახმად, თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. 

შესაბამისად, გაუგებარია სხვადასხვა პირების აპელირება 20 დღეზე, როგორც ახალ რეგულაციაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნორმა 2015 წლიდან მოქმედებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა პირი, ვინც შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, დაუბრკოლებლად იღებს ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის უფლებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system