თავში

კულუმბეგოვი: ამ საკითხს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ

კულუმბეგოვი: ამ საკითხს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ
კულუმბეგოვი: ამ საკითხს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე და ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, დაავადებულ ექიმებს გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს. ეს არის იმდენად ეგზისტენციალური, სასიცოცხლო, უბრალოდ ამის იქით არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system