
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.
,,შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან 6 სამეგრელოდანაა, ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი,16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 38 ახალი შემთხვევა იმერეთს უკავშირდება.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა და 2054 გახდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 31 ადამიანი.