თავში

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს აინთება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს აინთება
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს აინთება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს, 18:30 წუთზე აინთება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) .

ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კომპიზოტორ ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი. 

კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის სიმფონიური და საგუნდო მუსიკა. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ქეთევან მარგველაშვილი; ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system