თავში

ქუთაისის ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს
ქუთაისის  ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს. 

მისი უფლებადამცველის თქმით, პატიმარი 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, რომელიც პატიმარი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაკავების დღიდან შიმშილობს. ამბობს, რომ ის მანამდე გააგრძელებს პროტესტის ამ ფორმას ვიდრე მისით მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ილია ჯანელიძე.
ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო მძიმეა. 
პატიმარს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

პატიმრის შიმშილობის ფაქტი report.ge-ის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პატიმარი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system