თავში

ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდობის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system