თავში

ქუთაისში ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისში ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, 32-ე სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც.

პერსონალის ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

ისინი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებული პედაგოგების უმეტესობა უსიმპტომოა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ე.წ. ქორწილის კლასტერთანაა დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system