თავში

ქუთაისში "მოსკოვის ქუჩას" შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა - PHOTO

ქუთაისში "მოსკოვის ქუჩას" შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა
ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა - PHOTO

ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას სახელი შეეცვალა და დღეიდან მას "შინდისის გმირების ქუჩა ეწოდება".

როგორც Report.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქის მერის ინიციატივით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე იქნა მიღებული.  

ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system