თავში

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იზოლაციაში გადაიყვანეს

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იზოლაციაში გადაიყვანეს
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იზოლაციაში გადაიყვანეს

ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში განთავსდა. აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი ცხელების ცენტრში გადაყვანიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა. ის ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც მისი მეუღლეც არის მოთავსებული. 

ქალის ბიოლოგიური ნიმუში ქუთაისის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ტესტირების შედეგი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები 67 წლის კაცის კონტაქტებს ამ დრომდე სწავლობენ. მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია. 

ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. 

იმერეთში, საკარანტინო სივრცეებში 400-მდე მოქალაქეა მითავსებული, თვითიზოლაციაში 170 ადამიანი იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 36 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა ორი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 5 067 პირი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system