თავში

ქვეყანა მეორე ლოქდაუნს ვერ გაუძლებს - ივანე ჩხაიძე

ქვეყანა მეორე ლოქდაუნს ვერ გაუძლებს - ივანე ჩხაიძე
ქვეყანა მეორე ლოქდაუნს ვერ გაუძლებს  - ივანე ჩხაიძე

თუ ინფიცირების ზრდის ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ, ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი შედეგი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა მეორე ლოქდაუნს და პაციენტების დიდ რაოდენობას ვერ გაუძლებს. 

"თუ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გავითავისეთ, რომ ამ ზრდას შესაძლებელია მოჰყვეს იგივე მდგომარეობაში დაბრუნება, რომელშიც იყო ქვეყანა ნოემბრის ბოლოს, ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი შედეგი. ქვეყანა ვერ გაუძლებს ვერც მეორე ლოქდაუნს და ვერც პაციენტების ამ რაოდენობას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system