თავში

ქვეყნებს "ცუნამი" ელოდება... "ომიკრონი" ორ-სამ დღეში ერთხელ ორმაგდება - კულუმბეგოვი

ქვეყნებს "ცუნამი" ელოდება... "ომიკრონი" ორ-სამ დღეში ერთხელ ორმაგდება - კულუმბეგოვი
ქვეყნებს ცუნამი ელოდება...  ომიკრონი ორ-სამ დღეში ერთხელ ორმაგდება - კულუმბეგოვი

2021 წლის ბოლოს ახალი შტამი - "ომიკრონი" გამოჩნდა და ჩვენც, სხვა ქვეყნების მსგავსად, ველოდებით, რომ იანვ­რის მეორე ნახევრიდან ის დომინანტური­ გახდება - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

ბიძნა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას და არ დაივიწყოს პირბადის მნიშვნელობა. 

"როგორც ჯანმო ამბობს, ქვეყნებს­ "ცუნამი" ელოდება, ოღონდ შემთხვევების რაოდენობის ზრდით და არა - მაინც­დამაინც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა ამით ვით­არების სრულფასოვნად შეფასება შეუძლებელია. ისეთი ქვეყნები, სადაც მოზრდი­ლი მოსახლეობის 90%-მე მეტი აცრილია, მაგალ­ითად, დიდი ბრიტანეთი და მისი პრემიერი ყოვ­ელდღე მოუწოდებს მოსახ­ლეობას, დაიმატონ ბუსტერი, რადგან ამის გარეშე ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ავადმყოფებით გაივსება. ჩვენ კი რა გველოდება, როდესაც არათუ ბუსტერით, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ორჯერაც კი არ არის აცრილი?! ეს რას გამოიწვევს "ომიკრონის" ტალღის შემთხვევაში, რთული სათქმელია. იმედს ვიტოვებთ­, რომ იქნება შედარებით მეტი შემთხვევა, მაგრამ ნაკლები ჰოსპიტალიზებული და უფრო ნაკლები - გარდაცვლილი. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვუდგები საკითხს და ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან. არც პირბადე კარგავს აქტუალობას და იმედია, ამ ერთობლივი ღონისძიებებით შევძლებთ ახალი ტალღის გადატანას, რომელიც იანვარ-თებერვალში გველოდება.

იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონი" დომინანტი გახდება, მაგრამ ორ-სამ დღეში ერთხელ ორმაგდება.

ჯერჯერობით ისეთ ქვეყნებშიც კი აქტიურად ვრცელდება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. მაგალითად, საფრანგეთში შემთხვევების რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა. ბრიტანეთში ახლა მილიონ-ნახევარი ადამიანია ავად, მაგრამ ყოველდღიური გარდაცვალებისა და საავა­დმყოფოში მოხვედრის შემთხვევები არ იზრდება. 50-70%-მდე ნაკლებია კლინიკაში მოხვედრის საჭიროება, ამიტომ ეს ქვეყნები­ აცხადებენ, რომ "ომიკრონი" შედარებით მსუბუქი შტამია, თუმცა, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სადაც ის უკვე ლამის დომიმანტურია და აცრილიც ნაკლებია, 50%-ით გაიზარდა ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა. ჩვენ მოსახლეობის მხოლოდ 30% გვყავს­ აცრილი, ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე­ კი დაახლოებით 65%-ია, ასე რომ, მოსალოდნელია, მოსახლეობის 30-35% ნებისმიერი ახალი­ ვარიანტით ადვილად დაავადდეს. როგორ იმოქმედებს "ომიკრონი" აუცრელებზე, ან მათზე, ვისაც "კოვიდი" არ გადაუტანია, ჯერ არ ვიცით" - ამბობს კულუმბეგოვი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system