თავში

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო - PHOTO - VIDEO

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო - PHOTO - VIDEO

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.  ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.

წარმოდგენის რეჟისორი იყო ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.

წარმოდგენა ფოიერვერკით დასრულდა. 

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. 

 

 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system