თავში

კვლევა - გამოკითხულთა 82% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

კვლევა - გამოკითხულთა 82% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
კვლევა - გამოკითხულთა 82% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

IRI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

დასმულ კითხვაზე - „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“, გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

ასევე, მოქალაქეების 70%-ის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, გამოკითხულთა 51%-ი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ორგანიზაციამ (IRI) კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩაატარა და სულ 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system