თავში

ლაგოდეხში 16 წლის გოგო მოიტაცეს

ლაგოდეხში 16 წლის გოგო მოიტაცეს
ლაგოდეხში 16 წლის გოგო მოიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 16 წლის გოგო მოიტაცეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ცოლად მოყვანის მიზნით,1998 წელს დაბადებულმა პირმა მოიტაცა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გოგონას ოჯახი გამტაცებლის პოვნას და შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვს. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system