თავში

ლაშა-გიორგი შამუგია 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

ლაშა-გიორგი შამუგია 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
ლაშა-გიორგი შამუგია 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

კომაროვის სკოლა-პანსიონი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

სკოლის ცნობით, ლაშა-გიორგი შამუგია აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში 250 000 $-იანი გრანტით ჩაირიცხა.

"წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს - ლაშა-გიორგი შამუგიას!

ლაშა-გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში-Princeton University (აშშ) ჩაირიცხა!

პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ლაშა სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system