თავში

ლელა წურწუმია: ბანკის ვალი მაქვს და არ ვიცი როგორ გადავიხდი

ლელა წურწუმია: ბანკის ვალი მაქვს და არ ვიცი როგორ გადავიხდი
ლელა წურწუმია: ბანკის ვალი მაქვს და არ ვიცი როგორ გადავიხდი

ბანკის ვალი მაქვს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი, - ამის შესახებ მომღერალმა ლელა წურწუმიამ განაცხადა. მან პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში შოუბიზნესის წარმომადგენლებს ძალიან გაუჭირდათ. ლელა წურწუმიას თქმით ის და მისი კოლეგები შემოსავლის და სამსახურის გარეშე დარჩნენ. ლელა წურწუმია სახელმწიფოს სთხოვს რეგულაციებს გადახედოს, რათა შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმა თავი რჩენა შეძლონ.

"ჩვენ არც მანამდე გვქონდა მაღალი შემოსავალი, ახლა კი, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი. სამწუხაროდ, პანდემია ფსიქოლოგიურადაც მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რადგან ბევრს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ყველასთვის თანასწორად, რადგან ზოგჯერ ის, რაც ერთისთვის აკრძალულია, მეორისთვის სრულიად დასაშვებია.

მართალია, გარეგნულად შოუბიზნესი ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ მოსაზრება თითქოს ჩვენ პრობლემები არ გვაქვს – მცდარია. მთელი კულტურის სფერო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ჩვენ არ მივეკუთნებით მათ რიცხვს, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს, ამიტომ დამოუკიდებლად გვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა, ამ მდგომარეობაში კი, არსებობის ყველა საშუალება შეზღუდული გვაქვს. თუმცა, სახელმწიფოსგან არა ფინანსურ დახმარებას, არამედ რეგულაციების გადახედვას და მოწესრიგებას მოვითხოვთ, რათა ისევ თვითონ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა,"-განაცხადა ლელა წურწუმიამ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system