თავში

ლევან გოფოძე: ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით

ლევან გოფოძე: ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით
ლევან გოფოძე: ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს. მისი თქმით ვირუსის მძიმე მიმდინარეობას სწორედ დაგვიანებული მიმართვიანობა განაპირობებს. მისივე განმარტებით მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის.

„ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარეობაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ“,- განაცხადა ლევან გოფოძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system