თავში

ლევან გოგიჩაიშვილი: ანთება დამეწყო მარჯვენა ფილტვზე

ლევან გოგიჩაიშვილი: ანთება დამეწყო მარჯვენა ფილტვზე
ლევან გოგიჩაიშვილი: ანთება დამეწყო მარჯვენა ფილტვზე

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ვიკა ბუკია კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სტაციონარში აგრძელებენ მკურნალობას. 

როგორც ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, მას მარჯვენა ფილტვის ანთება განუვითარდა.

მისივე თქმით, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.

"ანთება დამეწყო მარჯვენა ფილტვზე და მიმდინარეობს დაკვირვება, ვიკეთებ გადასხმას. ვიკა, ჩემზე უკეთ არის საბედნიეროდ.  ბუნებრივია, ჩემი ფიქრები არის ჩემ შვილებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მქონდა კონტაქტი ბოლო დროს. მნიშვნელოვანია არ გავხდე სხვა ადამიანებისთვის პრობლემა და ინფიცირების წყარო," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "ტვ პირველთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system