თავში

ლევილის მამული მართვაში კულტურის სამინისტროს გადაეცა

ლევილის მამული მართვაში კულტურის სამინისტროს გადაეცა
ლევილის მამული მართვაში კულტურის სამინისტროს გადაეცა

საფრანგეთში, ლევილის მამული საგარეო საქმეთა სამინისტრომ კულტურის სამინისტროს მართვაში გადასცა. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის მინისტრმა თეა წულუკაინმა, ქ. ლევილის მერთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევილის ქართული მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასასრულის აღსანიშნავ ცერემონიაში, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული ე.წ. “ორანჟერიის შენობა”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ისტორიული მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორც ქართული იდენტობის, ასევე ევროპაში საქართველოს შემდგომი პოპულარიზაციისთვის. 

მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპს კულტურის სამინისტრო განახორციელებს. მათ მიერ გავრცელებული ცნობით, ე.წ. მეორე ფაზა ძირითადად კულტურული კომპონენტებისგან შედგება. 

დავით ზალკალიანმა ლევილის მამულის რეაბილიტაციის სამომავლო საქმეში თეა წულუკიანს წარმატება უსურვა. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system