თავში

ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას აჩუქებს

ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას აჩუქებს
ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას აჩუქებს

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, ვაქცინები განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

"მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას - 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან", - წერს ლანდსბერგისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system