თავში

ლიეტუვამ საქართველოს "ასტრაზენეკას" 15 ათასი დოზა აჩუქა

ლიეტუვამ საქართველოს "ასტრაზენეკას" 15 ათასი დოზა აჩუქა
ლიეტუვამ საქართველოს ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა აჩუქა

ლიეტუვას მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ასტრაზენეკას დოზები აჩუქა. მათ შორის საქართველოში 15 000 ვაქცინა ჩამოვიდა. 

ტვირთს წუხელ აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა Twitter-ზე გადაუხადა. 

""ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახან ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - დატვიტა ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system