თავში

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის მეზობლები გლდანში ლიფტების შემოწმებას ითხოვენ

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის მეზობლები გლდანში ლიფტების შემოწმებას ითხოვენ
ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის მეზობლები გლდანში ლიფტების შემოწმებას ითხოვენ

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ბავშვის მეზობლები მომხდარს იხსენებენ.

მათი ინფორმაციით, ყველა ლიფტი დაზიანებულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

"ვინ არის ამ ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ჩვენ დღემდე ვერ გავარკვიეთ. ჩემი სადარბაზოს ლიფტი წლების განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა შემდეგ აღადგინეს. ლიფტი არის ავარიულ მდგომარეობაში. ყვირილის ხმა არ გამიგია. შემხვდა მეზობელი და მითხრა, რომ ბავშვი ჩავარდა ჩვენს სადარბაზოში ლიფტის შახტაშიო, რომ ჩამოვედით ეზოში ბავშვიც წაყვანილი იყო კლინიკაში. მოვითხოვთ ლიფტების შემოწმებას, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი,"- ამბობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული მცირეწლოვანი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system