თავში

ლისის ტბის ადმინისტრაცია: გთხოვთ, დარჩით სახლში!

ლისის ტბის ადმინისტრაცია: გთხოვთ, დარჩით სახლში!
ლისის ტბის ადმინისტრაცია: გთხოვთ, დარჩით სახლში!

ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ლისის ტბაზე შეკრებისგან. 

"ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას,"-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ლისის ტბასა და კუს ტბაზე ხალხმრავლობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system