თავში

მაჩალიკაშვილი სააკაშვილთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს

მაჩალიკაშვილი სააკაშვილთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს
მაჩალიკაშვილი სააკაშვილთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ჩემმა გამგზავრებამ "ქოცებში" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მინდა შეგახსენოთ, ის ადამიანიბი, ვისთანაც შეხვედრები მქონდა, პირველი წინააღმდეგები არიან იმის, რაშიც თქვენ, დღევანდელი ხელუსუფლება და ამ ხელისუფლების მომხრენი მადანაშაულებთ. ის ადამიანები, ბატონი მიხეილ საკაშვილი და სხვებიც, პირველები არიან ამდაგვარი ადამიანების წინაამღდეგი. მე და ჩემი შვილი რომ ვიყოთ ეჭვმიტანილებიც კი, ეს შეხვედრა არ დაიგეგმებოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ტერორისტთან და ამგვარ ტიპებთან თქვენ თანამშრომლობთ, "ოცნების თანამდეობის" პირები. ეს აშკარად გამოაჩინა თემირლანის საქმემ, თქვენ, სახელმწიფომ ჩემზე უარი თქვით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა, რომ გეთანაშრომლათ ჩემთან. იძულებული გამხადეთ, სხვაგან მეძია სამართალი, სამართლიან ადამიანებთან შეხვედრებით.

თქვენ "ქართული ოცნება" არასამართლიანი და ყალბი ხელისუფლება ხართ, რომელიც ყველა ჩადენილ დანაშაულს გაურბიხართ და ამას ტყუილებით ახერხებთ. კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი, ტყდება. აი, თქვენი კოკა ძალიან არის გაბზარული. მე ამის მერე ნაკლებად მიხილავთ ფეისბუქ გვერდზე და შევეცდები მეტად მიხილოთ ხალხში და საზოგადოებაში. ვისაც უსაფუძლოდ გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით. თქვენმა გარკვეულმა ნაწილმა იმასაც მიაღწიეთ, უცენზურო სიტყვები მეხმარა, რისთვის მეტ-ნაკლებად ბოდიშს გიხდით. მშვიდობა ყველას, ვინც მშვიდობიან და სამართლიან გზას ადგახართ. პატივისცემით ვაახა მაჩალიკაშვილი“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში იმყოფებოდა. ის საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ინფორმაციას ადასტურებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მისი შვილის საქმესა და ზოგად თემებზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system