თავში

მაიკო კაჭკაჭიშვილი ანტივაქსერებს მიმართავს

მაიკო კაჭკაჭიშვილი ანტივაქსერებს მიმართავს
მაიკო კაჭკაჭიშვილი ანტივაქსერებს მიმართავს

კომპოზიტორი და მომღერალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი ეპიდვითარების გაუარესებას ეხმაურება და სოციალური ქსელით ანტივაქსერებს მიმართავს.

"ანტივაქსერებო! დაინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელს რას უშვებით? ჩემი შვილების მამის მხარე ყველა ექიმია და ძალიან უიმედოდ არიან საველე პირობებზე საუბრობენ უკვე!! აბასთუმანში ვართ ახლა, ბიძაშვილს დაუდასტურდა კოვიდი ჩვენ არა და საავადმყოფოდან უკანა გზაზე, ხელი დამიქნია ხანში შესულმა კაცმა, მომერიდა და გავუჩერე კოვიდის კონტაქტი ვართქო და ვერ წაგიყვანთ ბოდიშითქო და მე არ მეშინიაო, დამიჯდა უნიღბოდ მანქანაში. მომერიდა და წამოვიყვანე, მაგრამ აი ეს დამოკიდებულებაა დღეს და ამიტომ, საველე კი არა ვერანაირი პირობა ჩვენს შეგნებას ვეღარ გადაარჩენს, მე ასე მგონია", წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system