თავში

მაიკო კაჭკაჭიშვილი: სიკეთისთვის გაცემა ენანებათ - ჯაბასთვის გამართულ კონცერტზე 30 კაცი მოვიდა სამარცხვინოდ

მაიკო კაჭკაჭიშვილი: სიკეთისთვის გაცემა ენანებათ - ჯაბასთვის გამართულ
მაიკო კაჭკაჭიშვილი: სიკეთისთვის გაცემა ენანებათ - ჯაბასთვის გამართულ კონცერტზე 30 კაცი მოვიდა სამარცხვინოდ

12 წლიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

მომღერლის დასახმარებლად, მოხუცი ბებია ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ჯაბა ბოჯგუას, დედა, მანანა გვასალია უვლიდა. 

მომღერლის დახმარებას პერიოდულად ცდილობდნენ მისი კოლეგებიც. კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი Report.ge-სთან, ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტს იხსენებს. 

მისი თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე, რომელშიც არაერთი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ 30 ადამიანი მივიდა და მომღერლებმა ოჯახის დასახმარებლად თანხა თავადაც შეაგროვეს. 

"ჯაბა ბოჯგუა სულ ორჯერ მყავს ნანახი, წლების წინ. შემდეგ, რომ გავიგეთ მისი მდგომარეობა, გადავწყვიტეთ საქველმოქმედო კონცერტის გაკეთება. კარგად მახსოვს, სულ 30 ადამიანი მოვიდა, სამარცხვინოდ.  ვერ მოვიტყუები და უნდა გითხრათ, რომ საქველმოქმედო კონცერტებზე ნაკლებად დადის ხალხი. ჩვეულებრივ კონცერტებზე იჭედება სივრცეები და დასახმარებლად ჩატარებულ კონცერტებზე თავს იკავებენ.

ალბათ, გადარიცხვებით უფრო ეხმარებიან, სადაც შეუძლიათ 2, ან 5 ლარი გადარიცხონ და კონცერტზე უნდა იყიდო ბილეთი, რაც შესაბამისად ალბათ ძვირია და ამ თანხის გადახდა ენანებათ, ანუ სიკეთისთვის გაცემა ენანებათ. ყველაზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, კონცერტზე მოვიდა 30 კეთილი ადამიანი, ჩვენც მუსიკოსებმაც შევაკოწიწეთ რაღაც თანხა, შევკარით და გადავეცით ჯაბას ოჯახს," - აღნიშნა მაიკო კაჭკაჭიშვილმა Report.ge-სთან საუბარში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system