თავში

მაქარაშვილი: აქცია ერთდღიანია, მისი გაგრძელება "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული

მაქარაშვილი: აქცია ერთდღიანია, მისი გაგრძელება "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული
მაქარაშვილი: აქცია ერთდღიანია, მისი გაგრძელება ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული

20 ივნისი, როგორც ჩვენი თანამედროვე ისტორიის სისხლიანი დღე, ვერასოდეს გახდება მეორეხარისხოვანი, - უთხრა Report.ge-ს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა. 

მისი თქმით, აქცია 19:00 საათზე დაიწყება, თუმცა, საავტომობილო გზა 14:00 საათიდან გადაიკეტება იმისთვის, რომ მოხერხდეს შეკრების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვა. 

"რადგან პარლამენტის წინ რეაბილიტაცია ვერ დაასრულეს და იქ ვერ ხერხდება შეკრება, წერილით მივმართეთ მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და ორი საათიდან გადაიკეტება გზა. პირველად, გვაქვს შემთხვევა, როდესაც შსს გვეხმარება გზის გადაკეტვაში, რათა შევძლოთ რეკომენდაციების დასაცავად აუცილებელი პირობების შექმნა. ადგილზე მოეწყობა ნიშნულები დისტანციისთვის, გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს პირბადეებისთვის და სადეზინფექციო ხსნარებისთვის. აქცია იქნება ერთ დღიანი, თუმცა, შარშანაც გვეგონა რომ 21-ში იქ აღარ ვიქნებოდით, მაგრამ 3 თვე მოგვიწია დგომა. არაფრისგან ვართ დაცულები და ეს იქნება სრულად ქართულ ოცნებაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ის. სამწუხაროდ, გვაქვს იმის გამოცდილება, რომ შეიძლება მერე 100 დღე გადავაბათ, თუმცა, იმედია არ დაგვჭირდება," -  განუცხადა Report.ge-ს გიგა მაქარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system