თავში

მახსოვს, რა მდგომარეობაში ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა ლამაზი, ქერა თმა - ხათუნა ჟორდანიას შვილის ემოციური წერილი

მახსოვს, რა მდგომარეობაში ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა ლამაზი, ქერა თმა - ხათუნა ჟორდანიას შვილის ემოციური წერილი
მახსოვს, რა მდგომარეობაში ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა ლამაზი, ქერა თმა - ხათუნა ჟორდანიას შვილის ემოციური წერილი

ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში შვილის, ანასტასია ხაჩიძის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ის დედის მძიმე ავადმყოფობისა და საკუთარი ემოციების შესახებ წერს. 

„რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“,- წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში და ჩანაწერს აქვეყნებს. 

„მთელი ცხოვრება ჩემი ისტორიის გმირს დავეძებდი. თუმცა, ბოლოს გავაანალიზე, რომ ეს გმირი დიდი ხანია ჩემ გვერდითაა. 2 წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში მას შემდეგ, რაც არდადეგები დაიწყო, ჩემი გონება მოიცვა სურვილმა – მემოგზაურა და კარგი დრო გამეტარებინა. როგორც კი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, დედაჩემი შეუძლოდ გახდა, ის გამუდმებით ახველებდა და ახველებდა.

დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო მათ შორის ვისაც ვიცნობდი. ის არასდროს ავადმყოფობდა და არც ექიმებთან დადიოდა, რადგან ისინი არ უყვარდა. არც ამ სიმპტომს მიაქცია ყურადღება და დროებით ავადმყოფობად ჩათვალა.

პირველად ჩვენ ბათუმში ჩავედით, შემდეგ ახალციხეში, ბაკურიანში, მერე ისევ ბათუმში დავბრუნდით. მას ხველება უარესდებოდა. ხველებისგან ღამეც კი ეღვიძებოდა.

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ჩემმა დამ დაარწმუნა ექიმთან წასულიყო. შედეგები საშინელი იყო. მახსოვს ვიდექი და ვხედავდი როგორ ეცვლებოდა დედას სახის გამომეტყველება.

მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ვტიროდი და იმას ვფიქრობდი როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის.

მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ის მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ, რასაც ის და ჩემი და აკეთებდნენ.

ქიმიოთერაპიამ ნელ-ნელა დაასუსტა ის. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ: ის მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო ყველაზე კაშკაშა და სიბნელეს მისი დამარცხება არ შეეძლო.

მახსოვს, როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მირეკავდა, მეხუმრებოდა და მიყვებოდა როგორ ცდილობდნენ ექიმები მის უცხოპლანეტელად გარდაქმნას.

პროცედურებზე არასოდეს წასულა თვალის ჩრდილის, ლაინერისა და ტუჩსაცხის გარეშე.  ვფიქრობ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ბევრს ამბობს იმაზე თუ როგორი ადამიანია დედა. ის ბევრად კარგია, ვიდრე ეს ფურცელზე ჩანს.

თუნა, ჩემი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს უფლება მოღრუბლული იყოს. იღბლიანი ვარ, რომ მისი შვილი ვარ. ის ყველაზე ბნელ დროსაც კი არ კარგავს შინაგან სხივს.

თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა მისი გაცნობის, ჩათვალეთ რომ იღბლიანი ხართ. და ბოლოს, ყველა გმირი მოსასხამს არ ატარებს. ზოგჯერ ნამდვილი გმირები ლაინერსა და წითელ პომადას ატარებენ“,- წერს ანასტასია თავის ესეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system