თავში

"მაქვს ვარაუდი, რომ არსებობდა ფიზიკური პირის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე"- ლობჟანიძე ბაჩალიაშვილზე

"მაქვს ვარაუდი, რომ არსებობდა ფიზიკური პირის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე"- ლობჟანიძე ბაჩალიაშვილზე
მაქვს ვარაუდი, რომ არსებობდა ფიზიკური პირის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე- ლობჟანიძე ბაჩალიაშვილზე

ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც საზოგადოებას თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გაეცნო, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლობჟანიძის თქმით, თა­მარ­ ბაჩალიაშვილმა იან­ვარ­ში შე­ი­ძი­ნა ელექტრო­შო­კი და რო­გორც მე­დი­ი­დან გაჟ­ღერ­და, იმ მო­მენ­ტში ის ესა­უბ­რე­ბო­და ნორ­ვე­გი­ა­ში მყოფ ქარ­თველს.

"და­ვი­კი­თხე ხე­ლახ­ლა, მთლი­ა­ნად. ასე­თი და­კი­თხვა მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა. მკი­თხეს თუ რა ვი­ცო­დი თა­მა­რის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­დის და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, რა­ზეც სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი. ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნეს ჩემი მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი, სად მუ­შა­ობ­დნენ, რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს.

ალ­ბათ, სურთ, რომ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და­მა­ხა­სი­ა­თონ. ვფიქ­რობ, რომ ეს გა­მო­კი­თხვა იყო მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რა­საც ითხოვს მე­დია, ასე­ვე მშობ­ლე­ბი, რომ და­ედ­გი­ნათ ჩემი პი­როვ­ნე­ბა. აქე­თაც იყო აქ­ცენ­ტე­ბი და ასე­ვე ზო­გა­დად საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ჩა­ტარ­და თუ არა ექ­სპერ­ტი­ზა, გახ­სნი­ლია თუ არა ლუქი, არ ვიცი. მო­ბი­ლუ­რი არ არის ნივთმტკი­ცე­ბა, რად­გან ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ობი­ექ­ტი. მე გან­ვა­ცხა­დე, რომ თუ მო­ბი­ლურ­ში რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ვთა­ნამ­შრომ­ლობ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და მე თვი­თონ მი­ვაწ­ვდი­დი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ყვე­ლა დე­ტალ­ზე, რო­მელ­ზეც ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­უ­ბა­რი, ახლა ამომ­წუ­რა­ვად და ზედ­მი­წევ­ნით ვი­სა­უბ­რე.

ასე­ვე და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ თა­მარ­მა იან­ვარ­ში შე­ი­ძი­ნა ელექტრო­შო­კი. რო­გორც მე­დი­ი­დან გაჟ­ღერ­და, იმ მო­მენ­ტში ის ესა­უბ­რე­ბო­და ნორ­ვე­გი­ა­ში მყოფ ქარ­თველს და სურ­და გა­ე­გო პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის შესახებინ­ფორ­მა­ცია.

რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ელექტრო­შო­კი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი თა­მარს ჩემ­თან არ ჰქო­ნია, მაგ­რამ მე მაქვს ვა­რა­უ­დი, რომ არ­სე­ბობ­და ფი­ზი­კუ­რი პი­რის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის საფრ­თხე" - გა­ნა­ცხა­და ლობ­ჟა­ნი­ძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system